ALMA Speed GEL-ი არ არის ულტრაბგერითი გელი. ულტრაბგერით გელს,
სპეციალისტი ხმარობს ცალკე, დამატებით ეპილაციის პროცედურის
ჩატარებისას, რათა უზრუნველყოს კანის უკეთესი გაგრილება და
აპარატის სამუშაო თავის მარტივი მოძრაობა კანის ზედაპირზე!

არ აგერიოთ Speed GEL-ი ულტრაბგერით გელში! Speed GEL-ი არის
სრულიად სხვა ფორმულა!

ულტრაბგერით გელს არ აქვს არავითარი კავშირი ეპილაციის
შედეგის გასაუმჯობესებლად!

მოხმარების წესი


  • მანიპულაციის დაწყებამდე გაპარსეთ პაციენტის დასამუშავებელი ზონა.
  • მოათავსეთ Speed Gel-ის თხელი ფენა დასამუშავებელ ზონაზე.
  • დაიცადეთ 5 წუთი - ამ პერიოდში ხდება გელის შეწოვა.
  • რბილი ქსოვილით მოწმინდეთ ნარჩენი გელი.
  • მოათავსეთ ულტრაბგერითი გელი* დასამუშავებელ ზონაზე.
  • ლაზერის პარამეტრების დაყენებისას, სტანდარტული პროტოკოლისაგან განსხვავებით აირჩიეთ ნახევარი კჯ ენერგია.
  • დაიწყეთ მანიპულაცია - გაითვალისწინეთ კლიენტის კანის ფერი.
  • იმ შემთხვევაში თუ სრულ კურსს ასრულებთ 6 პროცედურაში, მაშინ პირველი 4 პროცედურა ჩაატარეთ განახევრებული ენერგიით (მაგ 4კჯ) ხოლო მომდევნო ორი, სტანდარტული ენერგიით (მაგ 8კჯ)

გაფრთხილება

: პირველი მანიპულაციის დაწყებამდე,

მოახდინეთ გელის კანზე ტესტირება


შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე